ახალი ამბები

დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება

დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება. კერძოდ, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, 2026 წლის 1-ლი აპრილიდან, სადაზღვეო თანხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. თავდაპირველად დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობად 5 ათასი ლარი განისაზღვრა; 2020 წლის ივლისიდან ეს ზღვარი 15 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ათასი ლარი გახდა.