ახალი ამბები

აქციის მონაწილეების განცხადებით, შობას ერთად შეხვდებიან

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე ხვალაც, 20:00 საათიდან შეიკრიბებიან და ერთად შეხვდებიან შობას. საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.