2026 წლის 100 საუკეთესო კერძი გამოვლინდა – რეიტინგში 2 ქართული კერძი მოხვდა
2026 წლის საუკეთესო კერძად პარაგვაის Vori-vori დასახელდა – ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის საუკეთესო 100 კერძის განახლებულ რეიტინგში. საუკეთესო ათეულში შემავალი კერძებიდან სამი იტალიური სამზარეულოდან არის.
მსოფლიოში 2026 წლის საუკეთესო კერძების ათეული ასე გამოყურება:
Vori-vori – პარაგვაი;
Pizza Napoletana – იტალია;
Tajarin al tartufo bianco d’ALBA – იტალია;
Sate kambing – ინდონეზია;
Cağ kebabı – თურქეთი;
Kontosouvli – საბერძნეთი;
Arroz tapado – პერუ;
Komplet lepinja – სერბეთი;
Birria tacos (Quesabirria) – მექსიკა;
Pappardelle al cinghiale – იტალია.
რაც შეეხება საქართველოს, ას საუკეთესო კერძს შორის ორი ქართული მოხვდა – მწვადი და ხაჭაპური. მწვადი რეიტინგში 86-ე ადგილზეა, ხოლო ხაჭაპური 91-ე ადგილზე.

