წინანდალში 25 წლამდე ახალგაზრდა ბიძამ ცივი იარაღით დაჭრა
თელავში, სოფელ წინანდალში 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი ბიძამ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში 2 იანვარს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიძასა და დისშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მოგვიანებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 50 წლამდე მამაკაცმა დისშვილს დანით ჭრილობა სხეულზე მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცავებმა ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

