23 თებერვლამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება
21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაღალ მთაში ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურადაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ომალო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში..

