დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, კაცს ანთებული სიგარეტით ჩაეძინა, რამაც აალება გამოიწვია.
ცეცხლი მეზობლებმა გვიან შეამჩნიეს, როცა კაცი უკვე გარდაცვლილო იყო.
შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა გარდაცვლილის დედაც, მისი გადარჩენა მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

