C და B ჰეპატიტის მართვის პროგრამებზე წელს სახელმწიფო 5 მილიონამდე ლარს დახარჯავს
C ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე წელს სახელმწიფო 3 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, B ჰეპატიტის მართვაზე კი – 1 მილიონ 800 ათასს.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცე ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა – 1 მლნ 765 ათასი ლარი დიაგნოსტიკას მოხმარდება, მილიონი ლარი სკრინინგულ კვლევებს. მკურნალობის კოპონენტზე წელს 51 ათასი ლარია გათვალისწინებული, ლოჯისტიკაზე კი 229 ათასი.
რაც შეეხება B ჰეპატიტის მართვას, პროგრამის ბიუჯეტიდან ბენეფიციართა გამოვლენაზე, დიაგნოსტიკასა და მონიტორინგზე 1 მილიონ 365 ლარია გათვალისწინებული, ხოლო B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის, ტესტებისა და სახარჯი მასალის შესყიდვაზე 400 ათასი.
ჯამში, ჰეპატიტების მართვაზე წელს დახარჯული თანხა 4 მილიონ 831 ათას ლარს მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ ცე ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამოქმედდა და მან მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარება მოიპოვა.
B ჰეპატიტის პროგრამა კი 2024 წლიდან ფუნქციონირებს.
მიზანი ინფექციის გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაა. ორივე პროგრამით სარგებლობა საქართველოს მოქალაეებისთვის სრულიად უფასოა.

