ახალი ამბები

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ არიან შეკრებილი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ემზადებიან ხვალინდელი აქციისთვის. დემონსტრანტები სიტყვით გამოსვლისას მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიეცეთ საშუალება “განახორციელონ მანიფესტაცია ისე, როგორც აქამდე აკეთებდნენ”.

მათივე თქმით, შეეცდებიან, რომ ხვალინდელი აქცია ისე ჩაატარონ, არცერთი ადამიანი არ დაჯარიმდეს.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საპროტესტო მსვლელობა არ გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ფოტო: არქივი