იანვრიდან ავტომობილების ხმაურის ნორმა პორტატული აპარატით შემოწმდება
1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის ნორმა პორტატული აპარატით შემოწმდება – რამდენი დეციბელი იქნება ზედა ზღვარი1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის ნორმა პორტატული აპარატით შემოწმდება – რამდენი დეციბელი იქნება ზედა ზღვარი
1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარია.დოკუმენტში, რომელიც 25 დეკემბრით არის დათარიღებული, გაწერილია ხმაურს ზედა ზღვარი, ასევე დროის ის კონკრეტული მონაკვეთები, რა დროსაც გადაადგილება შეიზღუდება.
უფრო კონკრეტულად, ახალი წლიდან ძალაში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, კერძოდ, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.
ამასთან, დადგენილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს.
იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე, ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამოა, პირს ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
უფრო ზუსტად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

