ახალი ამბები

საახალწლო ღონისძიებების გამო, თელავში მოძრაობა შეიზღუდება

ნაძვის ხის ანთების ცერემონიალისა და გალა კონცერტის გამო, 25 და 26 დეკემბერს თელავში იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 25 დეკემბრის 12:00 საათიდან 27 დეკემბრის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან იუსტიციის სახლამდე, ასევე ერეკლე მეფის ძეგლამდე მიმავალ მონაკვეთზე, ორმხრივად.