ახალი ამბები

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ იმყოფებიაბ. მოქალქეებს ევროკავშირისა და საქართვლოს დროშები აქვთ მიტანილი. პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

როგორც ცნობილია, დღეს საპროტესტო მსვლელობა არ გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.