ახალი ამბები

საქართველოს ზეთის იმპორტი 50%-ით გაუძვირდა – სად ვყიდულობთ და რამდენად

საქართველოს ზეთის იმპორტი 50%-ით გაუძვირდა, – ამის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსის“ დათლით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 1 ლიტრი ზეთის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.5 დოლარს შეადგენდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი იმპორტი 1 დოლარი ჯდებოდა.

ამასთანავე, მიმდინარე წლის 11-თვეში საქართველოში იმპორტირებულია 60.447 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40 147 ტონა მზესუმზირის ზეთი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 44.555 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 41 614 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველო ზეთს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობდა. კერძოდ, ღირებულების კუთხით, რუსეთის წილი ზეთის იმპორტში 83%-ს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების ზეთი იყიდა, ასე გამოიყურებოდა:

რუსეთი – 50.254 მლნ აშშ დოლარის 33 155 ტონა (1 ლიტრა 1.52 დოლარი);
უკრაინა – 5.968 მლნ აშშ დოლარის 3 835 ტონა (1 ლიტრა 1.56 დოლარი);
აზერბაიჯანი – 1.646 მლნ აშშ დოლარის 1 141 ტონა (1 ლიტრა 1.44 დოლარი);
არაბთა გაერთიანებული საამიროები -1.587 მლნ აშშ დოლარის 1 553 ტონა (1 ლიტრა 1 დოლარი);
უნგრეთი – 766 ათასი აშშ დოლარის 348 ტონა (1 ლიტრა 2.2 დოლარი).