შსს-მ სკუტერით მომხდარი საგზაო შემთხვევების აღრიცხვა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტროსკუტერების მონაწილეობით მომხდარი საგზაო შემთხვევების სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვეში აღირიცხა სულ 66 შემთხვევა, ელექტროსკუტერის მონაწილეობით, რასაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. ამასთან, შსს-ს მონაცემებით, პერიოდის განმავლობაში სკუტერის მონაწილეობით ლეტალური ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სტატისტიკის თანახმად, სკუტერის, ველოსიპედის, მოპედისა და მოტოციკლის მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები 2025 წლის 9 თვეში ასე ნაწილდება:
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ელექტრო თვითგორიალას (სქროლი) მონაწილეობით – 66 შემთხვევა, 66 დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანებით, ლეტალური – 0;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ველოსიპედის მონაწილეობით – 27 შემთხვევა, 23 დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანებით, ლეტალური – 2;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოპედის მონაწილეობით – 34 შემთხვევა, 39 დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანებით, ლეტალური – 0;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოტოციკლეტის მონაწილეობით – 748 შემთხვევა, 713 დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანებით, ლეტალური – 20.
იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროსკუტერებით პირები ძირითადად ტროტუარებზე და ველობილიკებზე გადაადგილდებიან, მათი მონაწილეობით მომხდარ შემთხვევების აღრიცხვა თუკი აღნიშნულში ავტომობილი ან სხვა ქვეითი არ მონაწილეობდა რთულია და უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, დაშავებულთა მხრიდან მომხდარის შესახებ შეტყობინება არ ხდებოდეს.
ფოტო: არქივიდან, რადიო ჰერეთი

