ახალი ამბები

ოცნების წევრის, დავით მათიკაშვილის მამას ყვარელში ვარსკვლავი გაუხსნეს

ოცნების წევრის, დავით მათიკაშვილის მამას, ლოტბარ ირაკლი მათიკაშვილისა და ქორეოგრაფ სოსო ფუტკარაძეს ყვარელში ვარსკვლავი გაუხსნეს.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სააგენტომ ,,მთავარი ამბები კახეთიდან” გაავრცელა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ასევე ყვარლის საპატიო მოქალაქეები დქ ღირსების ორდენის კავალერები არიან.

ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებას ოცნების წევრი დავით მათიკაშვილი, გიორგი გაბუნია, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელი კახაბერ მარკოიშვილი ესწრებოდნენ.