გურჯაანის მუნიციპალიტეტში საძოვრიდან ცხვრები მოიპარეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საძოვრიდან 50 სული ცხვარი მოიპარეს.
შემთხვევა 7 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. როგორც მეპატრონემ სააგენტოსთან,“მთავარი ამბები კახეთიდან” საუბრისას განაცხადა, ქურდობის შესახებ დილით შეიტყო და პოლიციას დაუკავშირდა.
სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, თუმცა ერთ-ერთი მეპატრონის ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში 4 პირი გამოკითხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

