როგორი ამინდი იქნება 10-12 მარტს კახეთის რეგიონში
გარემოს ეროვნული სააგენტო 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 10-11 მარტს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ომალო): 10-11 მარტს ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

