ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის სააგენტო 13 მილიონ ლარს დახარჯავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციაში 13 044 000 ლარ დახარჯავს.
მომავალ წელს სარეკლამო კამპანიები 18-მდე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. მარკეტინგული კამპანიები გაიმართება:
აშშ-ში;
გერმანიაში;
პოლონეთში;
ჩინეთში;
დიდ ბრიტანეთში;
იაპონიაში;
სამხრეთ კორეაში;
საქართველოში.
გარდა ამისა დაგეგმილია 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა.
„მიზანია საქართველოში მეღვინეობის განვითარება და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდა“, – წერია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო მსგავს კამპანიებს ყოველწლიურად ატარებს. 2025 წელს ამისთვის 12 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. დაახლოებით ამდენივე დაიხარჯა 2024 წელსაც

