კახეთში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 23% იღებს
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოქტომბრის მონაცემებით, შემწეობას ჯამში 708 245 ადამიანი იღებს, აქედან 461 796 პირი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 246 449 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.
სტატისტიკის მიხედვით, რეგიონებს შორის ყველაზე მეტი საარსებო შემწეობა თბილისში გაიცემა.
საქსტატის მოსახლეობის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით:
კახეთი – მოსახლეობა 298 504 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღები – 67 544 პირი, შესაბამისად, 23%;
რაც შეეხება სხვა რეგიონებს და დედაქალაქს:
თბილისი – საქსტატის მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობა 1 282 574 კაცს შეადგენს, აქედან საარსებო შემწეობის მიმღებია 154 254 პირი, შესაბამისად – 12%;
გურია – მოსახლეობა 100 579 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღები 27 082 პირი, ანუ 27%;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – მოსახლეობა 25 720 კაცი, აქედან საარსებო შემწეობის მიმღებია 13 231 პირი – 51%;
იმერეთი – მოსახლეობა 433 314 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღებია 84 835 პირი, შესაბამისად, 20%;
მცხეთა-მთიანეთ – მოსახლეობა 92 681 კაცი, აქედან საარსებო შემწეობის მიმღებია 18 709 პირი, ანუ 20%;
სამეგრელო -ზემო სვანეთი – მოსახლეობა 283 264 კაცი, აქედან საარსებო შემწეობის მიმღებია 80 765 პირი, შესაბამისად, 29%;
სამცხე ჯავახეთი – მოსახლეობა -140 221 კაცი, აქედან საარსებო შემწეობის მიმღები 20 491 პირი, ანუ 15%;
ქვემო ქართლი – მოსახლეობა 438 909 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღებია 112 625 პირი, შესაბამისად, 26%;
შიდა ქართლი – მოსახლეობა 242 046 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღებია 56 790 პირი, ანუ 23%;
აჭარა – მოსახლეობა – 366 694 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღებია 71 919 პირი, შესაბამისად, 20%.
ფოტო:არქივი

