ახალი ამბები

ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემზე ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში მოლდოველ მიჰაილ ლატისევს სძლია.

გრანდ სლემებზე ლაშა ბექაურისთვის აღნიშნული ოქროს მედალი კარიერაში მეოთხეა.

დღესვე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი იჭიდავებს.

აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე, 60 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.