1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონთში გამარტივებული წესით დასაქმება აღარ შეეძლებათ
2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონთში გამარტივებული წესით დასაქმება აღარ შეეძლებათ.
ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა მიიღო. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1 დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი წესების თანახმად, გამარტივებული პროცედურები, მათ შორის უცხოელებითვის სამუშაოს მინდობის შესახებ, შეეხებათ: უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებს. ქვეყნების ჩამონათვლიდან წაშლილია საქართველო. ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს გამონაკლისებსაც, თუმცა მხოლოდ გარკვეულ პირობებში:
“გარდამავალი დებულება: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამუშაო მინდობილი აქვთ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, განცხადების საფუძველზე შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მიმდინარე საქმეები: იმ პროცედურებზე, რომლებიც დაწყებული იყო და დასრულებული არ არის რეგულაციის ძალაში შესვლამდე, გავრცელდება ძველი რეგულაციის ნორმები”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

