აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – „V is for Vino“ ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა
აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – „V is for Vino“ ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტის ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტია და ის „V is for Vino“-ს ყველა პლატფორმაზე – ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხზე-ReachTV და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდა.
სიუჟეტში, ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასა და თანამედროვე ინდუსტრიასთან ერთად, მოთხრობილია საქართველოს ტრადიციებისა და კულტურის შესახებ (https://visforvino.com/georgia/).
ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტს ასობით ათასი მაყურებელი გაეცნობა, რაც დამატებითი შესაძლებლობაა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციების გასამყარებლად.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” მხარდაჭერით, ღვინის შოუს „V is for Vino“ გადამღები ჯგუფი, მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა.
🍇გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწვივნენ.

