ახალი ამბები

როგორია ევროკავშირის წვლილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და სოფლის თემების მხარდაჭერის საკითხებში

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ათწლეულზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და სოფლის თემების მხარდაჭერის საკითხებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) საშუალებით.

ევროკავშირის დახმარება ხელს უწყობს:

➡️ სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას 2025 წელს 3%-მდე 2012 წლის 1,5%-დან;
➡️ საქართველოს ევროკავშირის სურსათის უვნებლობისა და სანიტარული ნორმების შესაბამისობაში მოყვანას;
➡️ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდას (მათ შორის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა);
➡️ 2005 წლიდან 60-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნის (ადგილწარმოშობის დასახელების) აღიარებას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ავთენტურობის წარმოსაჩენად;
➡️ საკვებით გამოწვეული დაავადებების შემცირებას და საქართველოში მომხმარებლების დაცვას;
➡️ EU LEADER მოდელის დანერგვას, რომელიც სოფლის თემებში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების შესაძლებლობებს აძლიერებს;
➡️ საქართველოს სოფლის თემებში მცხოვრებთა 38%-ისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.
ამჟამად ევროკავშირი აგრძელებს 18 მილიონი ევროს ინვესტირებას მდგრად ირიგაციით უზრუნველყოფილ სოფლის მეურნეობის სფეროში, 18,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის აღსადგენად, რაც ეხმარება ფერმერებს წყლის გამოყენების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში, ნიადაგის დაცვასა და აგროეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების გაძლიერებაში. ENPARD-ს მოჰყვება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სოფლის განვითარებისა და მდგრადი სასურსათო სისტემების მხარდამჭერი ახალი პროგრამა.🌾🌍.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს სოფლის თემების და უფრო მდგრადი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს.