სიღნაღში ,,შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართება
22 ნოემბერს, ქალაქ სიღნაღში, ,,შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართება.
ფესტივალის პროგრამა:
12:00-19:00 საათი – მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (კოსტავას ქუჩა, ბულვარი);
12:00 – 19:00 საათი – ღვინის დეგუსტაცია (აღმაშენებლის მოედანი);
12:00-19:00 საათი – გასტრონომიული სივრცე (პურის ცხობა, ჩურჩხლის ამოვლება, ქართული კერძების დაგემოვნება) ქეთევან წამებულის ქუჩა და მეფე ერეკლე II-ის მოედანი;
12:00-18:00 საათი – კერამიკის მოხატვის მასტერკლასი (ბულვარი);
14:00- 16:00 საათი – ქართული ჭიდაობა (სოლომონ დოდაშვილის მოედანი);
14:00-16:00 საათი – კალიგრაფიის კუთხე (ბულვარი);
12:00-18:00 საათი – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ სოფლის ისტორიებისა და ტრადიციების წარმოჩენა (ქეთევან წამებულის ქუჩა და მეფე ერეკლე II-ის მოედანი);
12:00-18:00 საათი – ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა (სოლომონ დოდაშვილის მოედანი);
16:00 საათი – ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმში ფილმის ჩვენება და მცირე საკონცერტო პროგრამა (აღმაშენებლის მოედანი #13);
2025 წელს სიღნაღში ჩატარებულ ფესტივალებზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია (ბულვარი);
14:00 საათი – საკოლექციო ღვინის აუქციონი (აღმაშენებლის მოედანი);
15:00 – გამარჯვებული მარნების დაჯილდოება (აღმაშენებლის მოედანი);
15: 30 საათი – საპატიო მოქალაქეებისა და მეციხოვნის დაჯილდოება (აღმაშენებლის მოედანი);
16: 30 საათი – კონცერტი.
18:00 ღონისძიების დასასრული.
23 ნოემბერი
11:00 საათი – ჭაჭის გამოხდის ცერემონია, (აღმაშენებლის მოედანი);
12:00-18:00 საათი – ღვინის გაყიდვა (აღმაშენებლის მოედანი);
12:00-15:00 საათი – ღვინის ფორუმი (ქეთევან წამებულის #6).

