ახალი ამბები

ერთ დღეში ოქრო 10 ლარით გაძვირდა

გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი გაიზარდა.

კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 300 დოლარია, რაც დღის ჭრილში 0.43%-იანი ზრდაა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ოქროს ფასი ბოლო ერთ თვეში 2.18%-ით არის გაზრდილი, წლიურად კი ოქროს ღირებულება 61.6%-იან გაძვირებას აჩვენებს.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ადგილობრივად ოქრო ერთ დღეში 10 ლარით გაძვირდა. უფრო დეტალურად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი ბირჟებზე დღეს 388 ლარია, გუშინ კი ამავე სინჯის ოქრო ბირჟებზე დაახლოებით 378 ლარის ფარგლებში იყო.