კახეთში სტიქიის შედეგებს სპეციალური კომისია შეისწავლის
კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგებს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
გვიან ღამით ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქარმა თელავშსა და საგარეჯოში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
,,სპეციალური კომისია მუშაობს და ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას”.
რეგიონში ამ დრომდე ისევ ძლიერი ქარია.

