ლაგოდეხში სოფელ გელათში ადრეშუასაუკუნეების ხანის ეკლესია აღმოჩნდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში, სასაფლაოს ტერიტორიაზე ტაძრის არქეოლოგიური გათხრების წარმოების ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მაისში გასცა. არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს არქეოლოგი დავით ყვავაძე.
აღმოჩენის შეფასების მიზნით კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა.
სპეციალისტების შეფასებით აღმოჩენილია ადრეშუასაუკუნეების ჯვრის ტიპის ტაძარი, ოთხი ნახევარწრიული აბსიდითა და ოთხი ნახევარწრიული აბსიდთშორისი უბით.

