ახალი ამბები

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები იმოქმედებს

მთავრობას დაამტკიცებული და გამოაქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით.

კახეთის რეგიონის შემთხვევაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, სადაც ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები იმოქმედებს არის:

ვაზიანი-გომბორი-თელავი – მონაკვეთი სასადილო-თელავი;

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი – მონაკვეთი თიანეთი-ახმეტა;

„ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცვლილებები დაგეგმილი არ არის და მოცემულ პერიოდში, გზის უკვე განსაზღვრულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო იქნება.
ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საპატრულო პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.