ახალი ამბები

“Erasmus+”-ის პროგრამით საქართველოს ხელისუფლება ვერ ისარგებლებს – 2026 წლის გზამკვლევი

ევროკავშირის პროგრამა “Erasmus+”-ის 2026 წლის გზამკვლევის მიხედვით, პროგრამით საქართველოს ხელისუფლება ვერ ისარგებლებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიზეზი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებია.

“2024 წლის 19 დეკემბრის საბჭოს დასკვნების შესაბამისად და საქართველოში პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირმა გადახედა ფინანსურ დახმარებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ სარგებლობს. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 20 მაისის 2021/817 რეგულაციის (EU) მე-20 მუხლის გათვალისწინებით, რომელიც აფუძნებს Erasmus+-ს: განათლებისა და ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ფინანსური დახმარება – რომელიც შეიძლება იყოს ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა, სააგენტოები და სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები – არ განიხილება კავშირის ინტერესებში.

ამგვარად, საქართველოს ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი, ისარგებლოს ამ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული არცერთი ქმედებით”,- აღნიშნულია “Erasmus+”-ს 2026 წლის გზამკვლევში.

ცნობისთვის, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით 13 ათასზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა საქართველოდან ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპაში.