ახალი ამბები

51 წლის ასაკში გარდაიცვალა „ევროპული საქართველოს“ და თელავის საკრებულოს ყოფილი წევრი

51 წლის ასაკში გარდაიცვალა ლელა მენთეშაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი და თელავის საკრებულოს 2017-2021 წლების მოწვევის დეპუტატი.

მენთეშაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა შვილმა გაავრცელა.

მენთეშაშვილი საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა.

ლელა მენთეშაშვილი ბოლო ხანს მძიმე სენს ებრძოდა.