საქართველო ცოცხალი ღორების 100%-ს რუსეთიდან ყიდულობს
ცოცხალი ღორების იმპორტი 24%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 22.961 მლნ აშშ დოლარის 14 894 ტონა ცოცხალი ღორი, შარშან იმავე პერიოდში კი 28.577 მლნ აშშ დოლარის 15 348 ტონა.
რაც შეეხება ფასს, წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.86 დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდში კი 1.54 დოლარი. მონაცემების თანახმად, საქართველოს ცოცხალი ღორების იმპორტი წლიურად 21%-ით გაუძვირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, წელს ცოცხალი ღორების იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა.

