ახალი ამბები

10 თვეში კახეთში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2233 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 797 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია, 316 – სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით დანაგვიანების, 264 – მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 212 – კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 58 – ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 44 – კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა, 37 – სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 505 კი, სხვა დარღვევაა.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 569 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 375 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 330 – კახეთში, 219 – აჭარაში, 165 – შიდა ქართლში, 91 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 73 – სამცხე-ჯავახეთში, 70 – იმერეთში, 41 – გურიაში, 11 ფაქტი კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.