საგზაო უსაფრთხოებისთვის კახეთში 514 კამერაა დამონტაჟებული
საქართველოს მასშტაბით ჯამში 8 552 ვიდეოკამერაა განთავსებული, აქედან 187 ერთეული ბოლო 6 თვეში დამატებულია – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ორი კვარტლის მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, კამერების ყველაზე დიდი რაოდენობა განთავსებულია თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. თუმცა, წელს 6 თვეში ყველაზე მეტი კამერაა დაამატეს ზესტაფონში, თბილისსა და სამტრედიაში.
კახეთის რეგიონში სულ 514 კამერაა დამონტაჟებული, აქედან 337 ზოგადი ხედვის, 177 ნომრის ამომცნობი.

