7 ნოემბერს, თელავში ,,ერეკლეობა” გაიმართება
7 ნოემბერს, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 305 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავში „ერეკლეობა“ გაიმართება.
ღონისძიებათა პროგრამა:
09:00 საათი – მცხეთა, სვეტიცხოვლის ტაძარში აღევლინება მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;
09:00 საათი – თელავი, სასახლის ტერიტორია –მეფის კარის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შესრულდება წირვა და მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
11:00 საათი – თელავის ჩოხოსანთა საზოგადოების საზეიმო მსვლელობა ერეკლე მეორის მოედანზე და გამგზავრება ცხენებით მცხეთის მიმართულებით;
11:30 საათი – ფოლკლორული კომპოზიციები ანსამბლების „პატარა კახისა“ და „ახალნერგის“ მონაწილეობით (სასახლის ტერასა);
13:00 საათი – სამეფო ოჯახის მიერ დაარსებული ერეკლე მეორის ორდენის გადაცემა 2025 წლის კანდიდატებისთვის (სასახლის საელჩო დარბაზი);
14:00 საათი – ერეკლე მეორის ეპოქის ხელნაწერთა გამოფენა (თელავის ისტორიული მუზეუმის მცირე საექსპოზიციო დარბაზი);
13:00 საათი – ქართული ჭიდაობა და „ხრიდოლის“ შოუ (სასახლის ეზო);
12:00–17:00 საათი – ერეკლე მეორის მოედანი – დეკორატიული და თემატური პავილიონები (სოფლის ნობათი, ხელნაკეთი ნაწარმი, გამოფენები, კულინარია, საბავშვო კუთხე);
13:00–15:00 საათი – კონცერტი ადგილობრივი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით;
15:00 საათი – დაჯილდოვება „საპატიო თელაველები 2025“;
16:00 საათი – გალა-კონცერტი – ჯგუფი „ურსა“.

