ახალი ამბები

მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები განსხვავებული წესით ჩატარდება

მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები განსხვავებული წესით ჩატარდება.

კერძოდ, როგორც მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი, 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

შესაბამისად, უკვე დღეიდან, ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.