მოლდოვას საგარეო უწყება – სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას
სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
„გამოვდივართ თავშეკავებისკენ, დიალოგისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემისკენ მოწოდებით. დემოკრატია არ შეიძლება ძალის გამოყენებით დაწესდეს; ძალადობა ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც საქართველო ცდილობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

