ახალი ამბები

წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი ჩალაუბანში

გვიანდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს სოფელ ჩალაუბნის ჩრდილო–დასავლეთით 3,5 კილომეტრზე, ნასოფლარ ჩალაუბანში, ტყეში. იგი ორი, ერთმანეთზე მიდგმული სხვადასხვა პერიოდისა და ზომის ეკლესიისაგან და მომდევნო ხანების მინაშენებისაგან შედგება. თავდაპირველად, აქ წმ.
გიორგის სახელობის პატარა, დარბაზული ეკლესია იდგა, რომელსაც, მოგვიანებით, სამხრეთიდან, მასზე ბევრად მოზრდილი დარბაზული ეკლესია მიადგენს. მას გვიანი ეკვდერი მიაშენეს, თავდაპირველ ეკლესიას კი, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, – სწორკუთხა სათავსები.
წმ. გიორგის ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით არის ნაგები. კედლებში გამოყენებულია მოზრდილი ლოდები და შირიმიც. წყობა ირეგულარულია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.

ფოტო: ზვიად თურმანიძე