გურჯაანში კულინარიული კოლეჯი შენდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულინარიული კოლეჯი შენდება.
200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯი 21 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. უახლესი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. კოლეჯი უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვება.
კომპლექსში ასევე იფუნქციონირებს 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ბასკეთის კულინარიის სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.

