ქუმელი- თუშური ტრადიციული საკვები
თუშური ტაბლა, “ყვა”, იგივე ქუმელი ველად, მთაბარობაში მგზავრობისას მშრალი კრიალა გუდით მიჰქონდათ თუშებს, განსაკუთრებით გზა-მგზავრობის დროს, მუხლის გასამაგრებლად და მსუბუქი დაპურებისთვის, ნაყრიან ქუმელს წყალში გახსნილს სვამდნენ (კავკასიონზე, განსაკუთრებით თუში მეცხვარეები, ამ უადვილესი და უჯანმრთელესი საკვებით პურდებოდნენ).
შინ კი დიდ-პატარისთვის მზადდებოდა „კალტიან ყვა’“, „ერბოან ყვა’“ და „ცალკე გაზელილი ყვა’“, რომელსაც ნებისმიერ მისატანს მიატანდნენ – წვნიანს, უწვნოს, რძის პროდუქტებიდან სველს (შრატი) – დოვს, შედედებულ სახვრეტას, ხავიწს და ა.შ.
Pingback: Кумели – Тушурская традиционная еда – hikartveli.com