ახალი ამბები

აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს

აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს – შესაბამის დოკუმენტს დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

ცნობილია, რომ 66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს ეგიდით საქმიანობს. ტრამპის შეფასებით, ამ ორგანიზაციების წევრობა აღარ ემსახურება აშშ-ის ინტერესებს.

აშშ ტოვებს გაეროს ეგიდით მოქმედ დემოკრატიის ფონდს, საერთაშორისო სამართლის კომისიას, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისს, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს, მშვიდობის მშენებლობის ფონდს და ა.შ.
აშშ ტოვებს ვენეციის კომისიასაც, ასევე უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრსაც.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს, რომ გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.

„ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას – ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ამერიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს რუბიო.

ტრამპის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმი თეთრი სახლის საიტზე 7 იანვარს გამოქვეყნდა.