ახალი ამბები

თუშეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში, სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე ავარიის შედეგად ორი ახალაგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილი გზიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მანქანაში სხვა მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.