ახალი ამბები

კახეთში ნებართვის გარეშე ვალუტის გადახურდავებისთვის ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, სისტემატურად ახორციელებდა ვალუტის გაცვლით ოპერაციებს.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. .