ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია.
საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.
„რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის, თბილისში – 160. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიული სიები. ამასთან, მათ მიეცათ საშუალება მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დისტანციურად წარედგინათ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე”, – ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

