ახალი ამბები

კახეთში გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – დაზარალებული უცხოელი კაცია

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში, გაუპატიურების ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს ტურისტმა კაცმა უჩივლა, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა, სავარაუდო დამნაშავე კი ლაგოდეხში დააკავეს.

ინფორმაცია დაკავების და მომხდარი ფაქტის შესახებ ჟურნალისტმა დავით ჭაბაშვილმა გაავრცელა.

Knews.ge არკვევს დამატებით დეტალებს.