სახელმწიფო დაზიანებულ/არაკონდიციურ ყურძენს 1 ლარად მიიღებს – განკარგულება
მთავრობამ წლევანდელი რთველის ჩატარებასთან დაკავშირებით, 5 სექტემბრის განკარგულებით ცვლილებები კვლავ შეიტანა.
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო საწარმოებმა დაზიანებული ყურძენი 1 ლარად უნდა მიიღონ. 4 ივლისის 1073-ე განკარგულებაში იგივე დარჩა საფერავისა და რქაწითლის ჯიშის ყურძნის ფასები. კერძოდ, განკარგულებაში წერია, რომ შპს მოსავლის მართვის კომპანიამ უზრუნველყოს 2025 წლის რთველის პერიოდში კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება 1.5 ლარად, სხვა ყურძნის კი 1,20 ლარად. არაკონდიციურ (შაქრიანობა არ აღემატება 19%-ს) და დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო 1 ლარად მიიღებს.
ასევე დადგენილებით განისაზღვრა რაჭაში ყურძნის სუბსიდირების საკითხიც, თუმცა კახეთისგან განსხვავებით, აქ სახელმწიფოსგან სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიებიც, რომლებიც ფერმერებისგან ყურძენს ჩაიბარებენ.
განკარგულებაში წერია, რომ „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტომ უზრუნველყოს ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისაგან ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირისაგან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე (მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე) სუბსიდიის გაცემა, 4 ლარის ოდენობით.
სახელმწიფოსგან დაფინანსებას კომპანიები შემდეგი პირობით მიიღებენ:
ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესის დაწყებამდე სააგენტოსთან გააფორმებს ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება);
2025 წლის რთვლის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში არანაკლებ 3 (სამი) ტონა ალექსანდროულის აწ/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს;
შესყიდული 1 კგ ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძწის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არაწაკლებ 8 ლარს;
2025 წლის 1 დეკემბრამდე სააგენტოს წარუდგენს: ყურძნის ჩაბარების თაობაზე ყურძნის ჩამბარებელსა და ღვინის კომპანიას შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს /სააგენტოს, ღვიწის კომპაწიის უფლებამოსილი წარმომადგენლები და ყურძნის ჩამბარებელი; ყურძნის ჩამბარებლისთვის, ალექსანდროულის აწ/და მუჯურეთულის ჯიშის 1 კგ ყურძწის შესყიდვის სანაცვლოდ, არანაკლებ 8 ლარის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
იმ შემთხვევაში, თუ ღვინის კომპანიას არ აქვს დასრულებული ყურძნის მიღების პროცესი და სააგენტოსათვის წარდგენილ განზრახვაში დაფიქსირებული აქვს არაწაკლებ 3 ტონა ალექსანდროულის აწ/და მუჯურეთულის მიღების შესახებ ინფორმაცია, მას უფლება აქვს, მიიღოს სუბსიდიის თანხა, რისთვისაც ღვინის კომპანია ვალდებულია, 2025 წლის რთვლის მიმდინარეობის პროცესში წარადგინოს კომერციული ბანკის მიერ სააგენტოს სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის ოდენობაც 10%-ით უნდა აღემატებოდეს ღვიწის კომპაწიის მიერ მისაღები სუბსიდიის თანხას.

