ახალი ამბები

სოფელ აწყურში აბრეშუმის ფესტივალი გაიმართა

ახმეტაში, სოფელ აწყურში აბრეშუმის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე რეწვის ოსტატებმა მასტერკლასები ჩაატარეს.
აბრეშუმის წარმოება ახმეტის მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაციის თანადამფუძნებელი დალი ვეშაგურიძე აცხადებს, რომ 2023 წელს სულ ოთხმა ოჯახმა მოიყვანა პარკი ახმეტის მუნიციპალტეტში.
,,გასულ წელს შედარებით გაიზარდა აბრეშუმის ჭიის მომყვანი ოაჯხების რაოდენობა. 10 მა ოჯახმა მოიყვანა პარკი. გარდა ამისა, სურვილი გამოთქვა და მოიყვანა სოფელ ზემო ალვნის საჯარო სკოლამაც.
წელს კი, 15 ოჯახი ჩაერთო საქმიანობაში და ისევ იგივე სკოლა. ასევე, სამეგრელოსა და იმერეთში ფერმები ჩაერთნენ საქმიანობაში. 100 კილო აბრეშუმის პარკი აწარმოეს. პარკის წარმოება უახლოეს დღეებში დასრულდება“.
ვეშაგურიძეს თქმით, ასოციაცია ახდენს მივიწყებული დარგის პოპულარიზაციას და აბრეშუმის პარკის წარმოების ხელშეწყობას.
ფოტო:კახეთის მხარე