ახალი ამბები

22 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთში ზოგან მცირე წვიმა და ნისლი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან მცირე წვიმა და ნისლი, ღამით მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია მცირე თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +7, +12°, ზოგან +17° -მდე.

თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.

ყვარელი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.

საგარეჯო -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.

სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.

დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +10°.

ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11°.