ახალი ამბები

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზვიადაური „სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს, 2021 წლის 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იმავე წლის 29 ნოემბერს კი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.