ახალი ამბები

რა ისტორიას ატარებს ,,ბეზარაანთ წყარო” გურჯაანში

ისტორიკოსის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ,,ბეზარაანთ წყარო”, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურჯაანში მდებარეობს განეკუთვნება მე-XIX საუკუნეს.

,,წყარო მდებარეობს ,,ხევისუბნის” თავში, ბეზარაშვილების უბანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის მახლობლად. წყარო ნაშენია ქართული (კვადრატული) აგურით კირის დუღაბზე. იგი, დღესაც მოქმედი წყაროა”.