სტიქიის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა- ფოტოები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმების შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა გამოიწვია მუნიციპალიტეტის სოფლების დატბორვა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.
მერიაში განმარტავენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება სტიქიის პირველივე წუთებიდან დაიწყო.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკა. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.







