6 თვეში რეგისტრირებულია 9 925 ქორწინება და 6 456 განქორწინება – საქსტატი
საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია 9 925 ქორწინება და 6 456 განქორწინება.
რეგიონების მიხედვით როგორც ქორწინების, ისე განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში და იმერეთში დაფიქსირდა.
ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი. შესაბამისად, ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა.


